ჯემალ ქარჩხაძე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია.მისი მოთხრობები და რომანები, დატვირთულია სიმბოლოებით, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური საკითხებით,რომელიც შემდგომში მკითხველში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მის მოთხრობებში უდიდესი ადგილი უჭირავს სულიერ მდგომარეობასა და მის გარემოსთან ინტეგრაციას, ფრანც კაფკას და უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებების მსგავსად.სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოთხრობაა "იგი",რომელშიც ნათლად იკვეთება და ჩანს მწერლის სტილი და შეხედულება, მოთხრობის მთავარი აზრისადმი. მოთხრობა მეტად ინდივიდუალური და უნიკალურია, თავისი სტრუქტურითა და სიუჟეტით. იგი არის პირველი ცნობიერი ადამიანი, პირველი მოაზროვნე,ადამიანი რომელიც აზროვნების აქტსა და პროცესს გადის და ამით ხდება ჭეშმარიტად მოაზროვნე,ადამიანი, რომელიც გამოხატავს ინტერესს,ცნობისმოყვარეობას,სურს შეიცნოს გარემო მის ირგვლივ,ის არის ადამიანი,რომელმაც გაახილა თვალი, თავი დააღწია საუკუნე სიბნელეს და გადადგა ნაბიჯი წინ ადამიანის ევოლუციის პროცესში. იგი პირველი მეამბოხე,პირველი აჯანყებულია,რომელმაც დაიწყო კრიტიკულად ...