ჯემალ ქარჩხაძე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია.მისი მოთხრობები და რომანები, დატვირთულია სიმბოლოებით, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური საკითხებით,რომელიც შემდგომში მკითხველში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მის მოთხრობებში უდიდესი ადგილი უჭირავს სულიერ მდგომარეობასა და მის გარემოსთან ინტეგრაციას, ფრანც კაფკას და უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებების მსგავსად.სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოთხრობაა "იგი",რომელშიც ნათლად იკვეთება და ჩანს მწერლის სტილი და შეხედულება, მოთხრობის მთავარი აზრისადმი. მოთხრობა მეტად ინდივიდუალური და უნიკალურია, თავისი სტრუქტურითა და სიუჟეტით.

    იგი არის პირველი ცნობიერი ადამიანი, პირველი მოაზროვნე,ადამიანი რომელიც აზროვნების აქტსა და პროცესს გადის და ამით ხდება ჭეშმარიტად მოაზროვნე,ადამიანი, რომელიც გამოხატავს ინტერესს,ცნობისმოყვარეობას,სურს შეიცნოს გარემო მის ირგვლივ,ის არის ადამიანი,რომელმაც გაახილა თვალი, თავი დააღწია საუკუნე სიბნელეს და გადადგა ნაბიჯი წინ ადამიანის ევოლუციის პროცესში. იგი პირველი მეამბოხე,პირველი აჯანყებულია,რომელმაც დაიწყო კრიტიკულად აზროვნება, არ დაემორჩილა წესებს და ამის გამო ბრბომ რა თქმა უნდა, აითვალწუნა იგი და ის მოწინაამღდეგედ და საფრთხედ მიიჩნიეს, ბუნებრივია მათ არ ესმოდათ იგის, რისიც არ გესმის გძულს. ყველას ეშინოდა მისი,განსხვავებულობის და ინდივიდუალურობის:"იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან". იგი მარტო დარჩა,თუცა ეს მარტოობა მას შინაგანად უფრო და უფრო ზრდიდა, იგი ნელ-ნელა ყოველმხრივ ვითარდებოდა, ბუნებასთან კავშირში შედიოდა,ხვდებოდა,რომ შეეძლო მის გარშემო არსებული სუბსტანციებისა და მათ მიღმა არსებული იდეალების აღქმა და მათით საზრდოობა. თუმცა იგის მარტოობა საწყის ეტაპზე ტანჯავდა და სურდა თავის ძველებურ ვერსიას დაბრუნებოდა,რათა აღარ ყოფილიყო ბრბოსგან გარიყული და შეშინებული:"იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება,როგორიც არიან სხვები.მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს."იგის სტკიოდა თავისი განსხვავებულება, თავდაპირველად ფიქრობდა,რომ მისი განსხვავებულობა ცუდი იყო და ამის გამო თავისი თანატომელები მას აითვალწუნებდნენ. იგის ტკივილს  ბრბოში განსხვავებულობის გამო ძალიან კარგად ესადაგება ხოსე სარამაგუს სიტყვები:"დაბრმავებულ ბრბოს წევრზე უფრო მეტად დატანჯულია ის ადამიანი,ვინც ერთადერთია ხედვის უნარით."იგი  თანდათანობით იზრდება,წელში სწორდება,აგრძელებს სუბსტანციების მიღმა ჭვრეტასაც, ის ხედავს იდეალებს, რაღაც ზებუნებრივი ემოციები და გრძნობები ეუფლება მათი დანახვისას, და კიდევ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით ივსება.აღსანიშნავია,იგის დამოკიდებულება ნის მიმართ, რომელსაც აღარ აღიქვამს,როგორც ნივთს ფიზიკური დაკმაყოფილების საშუალებას,იგი მასში ხედავს,სამყაროს მშვენიერებას,რომელიც სრულად გამოვლენილიყო ნიში,სწორედ ამიტომაც სურს,რომ მისი ეს გრძნობები და ემოციები ლინგვისტურ-ვერბალური ხერხებით გამოხატოს და ნი კომპლიმენტებით შეამკოს, უთხრას სიმართლე თუ რას ფიქრობს მასზე,მაგრამ განა იცის იგიმ რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი,განა იცის მათი გარჩევა? არა! იგი ადამიანია,რომელიც ჭეშმარიტების გზაზე დგას მან საკუთარი თავის ძიება გადაწყვიტა,რაც არ შეიძლება იყოს ირაციონალური და ჭეშმარიტებას მოკლებული."ნის საკვირველი სუნი ასდის.თბილი და საამო."..."ნის თვალები ისეთია,როგორიცააა ზღვა."..."ნის თმა ისეთია, როგორიცააა ცამოცვენილი ფოთოლი." სწორედ ასე დაიწყო ხელოვნება და ადამიანის ბუნების სხვადასხვა მშვენიერებებთან შედარება და გაიგივება. იგი გახლდათ პირველი პოეტი,პირველი მუსიკოსი,რომელმაც თავისი გულის ნადები ლამაზი სიტყვებითა და ეპითეტებით გამოხატა.და რაც მთავარია იგი იყო პირველი მიჯნური,პირველი მოტრფიალე სატრფოსი, რომელმაც სათავე დაუდო პლატონურ სიყვარულს,პლატონურ სიყვარულს,რომელმაც აამაღლა რომეო და ჯულიეტა,განასხივოსნა ნესტანი და ტარიელი.ნის ეუცხოვა ეს სიტყვები,შეშინდა არიყო ნი მიჩვეული ამგვარ დამოკიდებულებას და ქმედებას სხვა მამრებისგან და ეს ყველაფერი ეუცხოვა,სურდა იგიც სხვების მსგავსად მოქცეოდა მას, იგიც მოიქცა ასე და მასში ნის აფროდიტესეული კერპი ჩამოინგრა და ის შეცვალა ქალმა,რომელსაც ერთადერთი დანიშნულება გააჩნდა და ეს არიყო სიწმინდისა და სისპეტაკის შენარჩუნება სხვის თვალში. იგის თვალში ნი სულიერად წაიწყმინდა, წაიბილწა და დამახინჯდა.სწორედ ამიტომაც არ შეეძლო იგის მახინჯი და წაბილწული ნის სხეულში და გონებაში დატოვება, გამალებით ცდილობდა გონებიდან და სხეულიდან ამოეგდო ის, ებრძოდა საკუთარ თავს და საბოლოოდ მაინც მოახერხა ნის გამოდევნა:"უეცრად მახინჯი ნი გაქრა სხეულიდან და მყისვე იგის თვალებმა მახინჯი ნი სილაში დაინახეს" ასე დაიბადა პირველი მხატვარი,იგიმ მის გონებაში არსებული გამოსახულებებისა და მატერიების გამოსახვა შეძლო,შექმნა პირველი ხელოვნების ნიმუში,ფუძე დაუდო მხატვრობას,რომელმაც შემდგომში კაცობრიობას:სალვატორ მუნდი, ათენის სკოლა,პრიმავერა და მრავალი სხვა შედევრი აჩუქა.იგი განაგრძობდა განვითარების და სულიერი აღზევების,შემეცნების გზაც,რომელიც ბუნებრივია ერთ დღესაც მოითხოვდა საფასურს, იგი მზად იყო ამ საფასურის გადასახდელად,იგიმ ხო ამ შემეცნებითა და განსხვავებულობით თავისუფლება მოიპოვა, იგიმ საბოლოოდ თავისუფლება მოიპოვა მაშინ, როდესაც სიკვდილის წინაშე დადგა,შეეგუა, რომ მისი აღსასრულიც დადგა,თუმცა იგიმ იცის, რომ ზუს სახით მას ყავს იდეური შეგირდი და მის მიერ დაწყებული გზის ღირსეული გამგრძელებელი,რომელიც შეძლებს იგიზე მეტი შეიმეცნოს და მასზე უფრო ინტენსიურად იაზროვნოს,მასზე უფრო მეტად შეიცნოს სამყარო.იგი კმაყოფილია, რადგან მან გაუკვალავ გზაზე პირველი ნაკვალევი დატოვა და ამით უდიდესი დანატოვარი უანდერძა მის შთამომავლობას.იგის სულში ჰარმონიაა მან ხომ ჭეშმარიტი თავისუფლება და ბედნიერება მოიპოვა,როგორც შოპენჰაუერი იტყოდა "ბედნიერების საიდუმლო არის თავისუფლება,თავისუფლების საიდუმლო კი არის სიმამაცე." სწორედ სიმამაცე გამოავლინა უპირველეს ყოვლისა,იგიმ როდესაც თავის პრინციპებსა და იდეას არ უღალატა და მას შეეწირა. იგისგან დარჩა ის რაც მასში თავდაპირველადვე იყო: სიცოცხლის სურვილი და თავისუფლების წყურვილი. "იგისგან ის დარჩა,რაც იგიში იყო."



მოთხრობა დატვირთულია სიმბოლოებით და მისი მთავარი სათქმელიც სიმბოლოებით აღიქმება. ჯემალ ქარჩხაძეს სურდა დაენახებინა, თუ როგორ ექცევა ადამიანს ბრბო, როგორ ზურგს აქცევს ყველა განსხვავებულ და საპირისპირო აზრის მქონდე ადამიანს ბრბო. მათთვის ეს ადამიანი არის საფრთხე,რომელიც უნდა მოსპონ სანამ სხვებს დაასნეულებს, მათთვის განსხვავებული ადამიანი არის მათთივე ილუზიების გამნადგურებელი,რომელიც ხდება მათივე მსხვერპლი,როგორც ეს იგის შემთხვევაში მოხდა.როგორც გუსტავ ლე ბონი იტყოდა:"ის ვინც ბრბოს და მასებს მოამარაგებს ილუზიებით,უმალვე გახდება მათი ლიდერი,თუმცა ის ვინც დაამსხვრევს მათ ილუზიებს მათივე მსხვერპლი გახდება."მოცემული იდეურ დონეზე ემსგავსება პლატოს "კლდის ალეგორიას",სადაც პატიმარი იწყებს გამოქვაბულიდან გამოსვლას და აცნობიერებს,რომ მთელი ცხოვრება ტყუილში უცხოვრია და ჩრდილები არარის რეალობა არამედ,ისინი რეალობის ანარეკლებია, ტკბება რეალობით,რეალური სამყაროთი,პატიმარი და სურს სხვა პატიმრებიც აზიაროს ამ ჭეშმარიტებას,თუმცა მათ მისი არჯერათ და პატიმარი ხდება მათი მსხვერპლი.იგიც სწორედ მის განსხვავებულობას და ჭეშმარიტ გზაზე დადგომას ეწირება.მოთხრობას ლაითმოტივად ასევე გასდევს კეთილისა და ბოროტის მარადიული დაპირისპირება, სადაც მეტაფიზიკურ და იდეურ დონეზე ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს.კეთილს ყოველთვის ჭეშმარიტება აქვს ფარად და მახვილად, სიკეთეს ჭეშმარიტება ასაზრდოებს,რასაც ვერ ვიტყვით ბოროტებაზე.იგი ნაწარმოებში სიკეთისა და ჭეშმარიტების სიმბოლოა,რომლის გზაც ბოროტების წინაამღდეგ ეკლიანია,თუმცა რაციონალური და ყოველთვის მისი გამარჯვებით დასრულდება. ბელადი კი ბოროტების,კერძოდ,დიქტატურის, ქსენოფობიისა და მავნებლობის სიმბოლოა,რაც მარცხდება მაგრამ არ ქრება. სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი მარად გაჰყვება კაცობრიობას.

სიმბოლოა ასევე ზუც,სიმბოლო იმისა,რომ სიკეთესა და ჭეშმარიტებას ყოველთვის ეყოლება გამგრძელებელი ამ უსასრულო ბრძოლაში,ის ყოველთვის იდგება ბოროტების პირისპირ: თავისუფალი, მამაცი და წმინდა. რაც შეეხება ნის,ის არის სიმბოლო:მშვენიერების, სილამაზისა და სიწმინდის,რომელიც ასაზრდოებს ადამიანს.

Comments